უსათაუროდ
ზღვის ტალღები შთაგონებით ეხეთქება ნაპირს.
მოკამკამე წვიმის წვეთით ჩამოიბანს ცა პირს.
დილის სიო ელვარებს და იკლაკნება მზეში.
.....ძველი მოგონებები იღვიძებენ ჩემში.
ცაზე ღრუბელს ,გაბრაზებულს,შეუხრია წარბი.
ქვიშამ შთანთქა მზერა მისი,უმოწყალოდ ხარბი.
ამ მზერიდან წამოვიდა წვიმა,როგორც თქეში.
.......ისევ ის მოგონებები ცოცხლდებიან ჩემში.
ქარბორბალად გადაიქცა დილის სიო ნაზი
ზღვის ტალღებსაც დაეკარგათ შთაგონების ხაზი.
როგორც მარდი ტყის ნადირი დანავარდობს მთებში,
ისე დაძრწის,იხლართება ძველი გრძნობა ჩემში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი