,,ოცდარაღაც თებერვალი"
საოცნებოდ გადაგვექცა ერი,
შეთქმულების მოლოდინი გვთელავს,
ისევ უმოწყალოდ გვებრძვის მტერი,
ისევ ის წითელი დროშა ელავს.
რეალობას დავუხუჭეთ თვალი,
მარადიულ ოცნებებში ფრენით,
სინამდვილის გაქრა ყველა კვალი,
თავი მოგვაქვს მხოლოდ ნიჭით ,გენით.
თებერვალი ცდილობს ,კვლავ გვესროლოს
თბილისიც კვლავ გახვეულა თალხში,
თეიმურაზს დავემსგავსეთ ბოლოს,
ისევ ჯაყო შემოვუშვით სახლში.
2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი