,,თებერვალი 25"
საოცნებოდ გადაგვექცა ერი,
შეთქმულების მოლოდინი გვთელავს,
უმოწყალოდ გვებრძვის ძველი მტერი,
ისევ ის წითელი დროშა ელავს.
რეალობას დავუხუჭეთ თვალი,
მარადიულ ოცნებებში ფრენით,
გაიფანტა სინამდვილის კვალი,
თავი მოგვაქვს წინაპართა გენით.
თებერვალი ცდილობს ,რომ გვესროლოს
თბილისიც კვლავ გახვეულა თალხში,
თეიმურაზს დავემსგავსეთ ბოლოს,
ისევ ჯაყო შემოვუშვით სახლში.
2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
თავი მოგვაქვს მხოლოდ ნიჭით ,გენით-----იქნებ,წინაპართა გენი?
ანუ თავი მოგვაქვს წინაპართა გენით....იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ მაინცდამაინც გენს დღეს
ეს ლექსი თავისი დიდაქტიკური ტონით საერთოდაც არ არის ჩემს ფავორიტებში ,თუმცა ბოლო სტროფის ხათრით მინდი იყოს გამოქვეყნებული.არც შევცვალე ,იყოს როგორიც არის..თქვენი ვარიანტი კი აქ აშკარად უკეთესი იქნებოდა.