,,გადაღლილა ნაწვიმარი ღამის ქუჩა"


გადაღლილა ნაწვიმარი ღამის ქუჩა,
ნისლით არის გაჟღენთილი ჰორიზონტი,
ამ ბურუსში ხმაურიც კი გაიყუჩა,
ისმის მხოლოდ მყუდროების ორი ნოტი.
    მოსვენება დაუკარგავს სათნოებას,
    აღელვება დასტყობიათ თითქოს ბგერებს,
    იდილია შეუპყრია მოზრდილ ვნებას 
    და ასხივებს ღამის შუქში ნათელ ფერებს.
გარინდებას შეჰპარვია სინანული,
ძლიერებას შესჩენია ფიქრი,სევდა,
სიძულვილსაც შეუგრძვნია სიყვარული
ისეთი ,რომ სამყაროც კი ვერ იტევდა.
  გადაღლილა მართლაც წვიმით ღამის გზები,
  მოლოდინიც ამ გზებიდან იმზირება,
  ნიავს მოჰყავს იმედის ანგელოზები
  და სიკეთედ ამ გზებშივე იძირება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი