,,მითიური ცხრა დის ილუზია"
ნეტა თუ აქვთ შთაგონებებს ფრთები?
რომ იფრინონ ჰორიზონტზე ლაღად,
გადალახონ მთა-გორები, ტბები,
გადაიქცნენ სტრიქონების ტალღად.
და ნამდვილად თუ აქვთ ფრთები მუზებს ,
სად არიან? ეშინიათ ფრენის?
მათ ლოდინში ვითვლი უკვე ბუზებს
თან მესმის ხმა საკუთარი ღრენის ...
არსად სჩანან ,ველოდები,რისთვის?
ნუთუ შიში მართლა ვერ დაძლიეს?
ან სტროფები მიაქვთ იქნებ სხვისთვის?
მიართმევენ ჩემზე დიდს და ძლიერს...
აღარც მჯერა მითიური ცხრა დის,
არც ვაპირებ სამუდამო ლოდინს,
მჯერა მხოლოდ მიზნების ,თან ცხადის
ეს რწმენა კი ჩემში თვითონ მოდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი