,,ცხადი რა არის?"
ნისლიან მთებში ,ტყის ბილიკის პოვნა რთულია,
გაწბილებული ,გადაღლილი,ვდგავარ სრულიად
მარტო ჩემს თავთან, ეჭვიანი, უძრავად ,უქმად...
თითქოს განათდა-თვალი მომჭრა მბჟუტავმა შუქმა.
სინათლის სხივი აელვარდა ,მიხმობს თავისკენ..
რაღაც ძლიერი ნეტარებით მივიწევ ცისკენ....
თუმცა სიცხადემ გააღვიძა ჩემი გონება.
ცხადი რა არის? თანმდევ შიშზე არ დამონება?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი