,,არ არსებულ მელანს ვანთხევ ვირტუალურ ქაღალდებზე"
რატომ მიმძიმს ნეტარება ?
ალბათ როგორც ბალახს გვალვა.
ისე შფოთვა ნეტა ქრება
თუ მომიწევს ახლაც მალვა?
მოეშვი რა, რა გადარდებს?
მოიგონე მოსაგონი,
შემოქმედში ავანგარდებს
იდილიაც მოსავს მგონი.
ჰო, დავძაბავ ისევ ნათხემს:
წარმოვიდგენ - მაღალ მთებზე...
არ არსებულ მელანს ვანთხევ
ვირტუალურ ქაღალდებზე.
ასე ფარავს დღეებს წლები,
თავს ვაბეზრებ წარმოსახვებს,
ეგოები ,გარეწრები,
არ გვიმხელენ თავის ზრახვებს.
მთხრობელი: AI
მუსიკა: Hans Zimmer & Benjamin Wallfisch - ,,
Sapper's Tree"
(ფილმიდან Blade Runner 2049)
2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი