,,გლუვი აზრების ხმებთა მჭედელი"


გლუვი აზრების ხმებთა მჭედელი,
ჩემშია, თანაც არ უნდა წასვლა,
გზებს შორის ისევ არის კედელი,
მეორე მხარეს მინდა გადასვლა.
     ნუთუ ვერ შევძლებ მუშტების დაკვრით 
     დავფშვნა კედელი ან წავაქციო?
     თუ ჯადოსნური ფლეიტის  დაკვრით 
     ზღურბლი უჩინრად გადავაქციო?
ალბათ ვერ შევძლებ მტვრად გადაქცევას,
ვერც უჩინრობას შესძლებს ჰანგები,
მაგრამ ვეცდები მისგან გაქცევას,
ვიცი,  დაღლისგან გავითანგები.
     თუმცა ამ კედელს თუ გადავივლი,
     იქ მელოდება ჭეშმარიტება,
     აქ რასაც ვტოვებ იმის მაქვს ხიბლი 
     და ამ განვლილ დროს დავწერ რითმებად.

   2014

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

4 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ანდაც ჯადოსნურ ფლეიტის დაკვრით -ან ჯადოსნური ფლეიტის დაკვრით

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ად ვაქციო?
ანდაც ჯადოსნურ ფლეიტის დაკვრით
ზღურბლი უჩინრად გადავაქციო?---ვაქციო-გადავაქციო-როცა რითმებს ზმნისწინებით აწარმოებ,მისახედია....თუმცა, მეც ვცოდავ

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მაგრამ ვეცდები მისგან გაქცევას
ვიცი, დაღლისგან გავითანგები.

მაგრამ ვეცდები მისგან გაქცევას-
დაღლილობისგან გავითანგები.-არ ვარგა, როცა ქართული მარცვალს ემსხვერპლება

ჯადოსნურ ფლეიტაზე სწორი შენიშვნაა🤝ომოფორმულ რითმებზეც შენიშვნა სწორია🤝 დაღლილობისგან გავითანგებინუკეთესად ჟღერს ,თუმცა აზრი იცვლება და ამ შემთხვევაში ვიცი დაღლისგან გავითანგები მირჩევნია . ანუ გმირმა იცის რაც ელოდება მაგრამ მაინც მიდის ამ რისკზე.. აკუსტიკურადაც ცუდად ჯდება ყურში.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი