,,თან დარჩენა, თან გაქცევა"
მინდა ფიქრის ზღაპრად ქცევა, ხან დარჩენა ,ხან გაქცევა. მინდა სახლი ზედ ზღვის პირას, წიგნის კითხვა ქოლგის ძირას. მინდა სითბო,კოცნა ,ხვევნა, ჩემი ცოლის კუდში დევნა. მინდა დაკვრა ,მინდა მღერა, რითმს მაძლევდეს გულის ძგერა.. მინდა ხატვა,მინდა წერა შთაგონების გამოჭერა. მინდა ნატვრის ცხადად ქცევა, თან დარჩენა,თან გაქცევა . 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი