,,მე ლექსები თვითონ მეძახიან"


სულ არ ვცდილობ, მე ლექსები თვითონ მეძახიან.
გამუდმებით, აზრები და ხმები მე თავს მხდიან.
ალბათ თავად რწმენაა რაც არ მიშვებს სხვა მხარეს.
 ჩემი რწმენით ბრმა შიშებმა თავებიც დახარეს.
  სადმე მშვიდად ვიცხოვრებდი სოფლად ან დაბაში,
  რადგან მგონი ეს გზაც მიდის სადღაც ჯანდაბაში.
  ჩაძირვისთვის გავიმეტე აზრთა კონა გემში,
  ვიცი,შენ და სხვა შენს მსგავსად ფიქრებს ჩაწვდით  ჩემში.
ნეტა აღარ შეგვაშინოს უძლეველმა მითმა,
დარდითა და სიხარულით გამოვადნოთ რითმა,
სადღაც ჩავფლათ  სიღრმეებში  შთაგონების ღუზა,
პოეზიას და მუსიკას ხომ ერთი ჰყავს მუზა.

2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი