,,კლდე,ღრუბელი და ჭიშურა"


ჩვენთან ახლოს  ,
ქუთაისის გასასვლელში,
 მაღლობებზე ,
მიუყვება ოღრო-ჩოღროდ 
მდინარე და  ცა ნაპირებს.
იქ ძალიან ბუნებრივად, 
ერთმანეთში შეზრდილია
 კლდე, ღრუბელი 
და ჭიშურა.
ამ მდინარის წარმოქმნისას  აშკარაა -
 მთამ  წყალი არ  დაიშურა. 
აქ ნანახი  გაგახსენებს
 ტკბილ და მყუდრო ბავშვობის დღეს   ,
ან ბაბუის  დანაპირებს ,
რომ ყოველთვის შენთან არის ,
ან იქნება მაშინაც კი 
თუ სიბერე უცაბედად 
უძლურებით გააწბილებს.
 
   ასეთია ჩვენი ყოფა ,ხანმოკლე და უმადური?
ამ სამყაროს საოცრებებს 
ყოველ წამში ვხვდებით,მაგრამ
  ჩვენ ის  რატომ
 არ გვაკვირვებს?

 2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი