,,მდინარე და ცა ნაპირებს"
ჩვენთან ახლოს,მაღლობებზე,
ქუთაისის გასასვლელში,
მიუყვება ოღრო-ჩოღროდ
მდინარე და ცა ნაპირებს.
იქ ძალიან ბუნებრივად,
ერთმანეთში შეზრდილია
კლდე, ღრუბელი და ჭიშურა.
ამ მდინარის წარმოქმნისას
აშკარაა ,ქვაბულმა და
მთამ წყალი არ დაიშურა.
აქ ნანახი გაგახსენებს
ტკბილ და მყუდრო ბავშვობის დღეს,
ან ბაბუის დანაპირებს,
რომ ყოველთვის შენთან არის,
ან იქნება მაშინაც კი
თუ სიბერე უცაბედად
უძლურებით გააწბილებს.
ასეთია ჩვენი ყოფა ,
ხანმოკლე და უმადური?
ამ სამყაროს საოცრებებს
ყოველ წამში ვხვდებით,მაგრამ
ჩვენ ის რატომ არ გვაკვირვებს?
მთხრობელი: AI
მუსიკა: ნუნუ დუღაშვილი
სიმღერის ტექსტი: დ. კვიცარიძე
ასრულებს: ცისფერი ტრიო
- ,,სიმღერა ქუთაისზე"
2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი