,,ჰეკლბერი ფინი"


ეს მე ვარ, ჰეკლბერი ფინი.
სხვების ზრუნვის მცდელობები მეტად მაგიჟებს, 
ვიდრე ტალღის ქიმს  სერფერის ჟინი.  
თითქოს ყველა თითზე ვგრძნობ ბალიშებს ,
როგორ ეხებიან მოხუცი გროტრიანის სპილოს ძვალს
და ზედ ტოვებენ მარადიულ  ჭრილობას.

ისევ ის ვარ , ჰეკლბერი ფინი.
ისე მასუსტებს  გალანტურობა,
როგორც თვალს  ბებერი ჩინი
ან სოფლელ კაცს ქალაქს სტუმრობა.

რა შემცვლის, ისევ მე ვარ,მდინარის და ქარის ჰეკ  ფინი,
ამიტომ ვთმობ მე მათ დროს ,
ელვასავით დავქრივარ,როგორც ნასკარის მაქუინი,
ამის  უნდა მომეხათროს?
 
მთელი ნებით მომიგდე ყური,
მოადუნე სხეული და მობლაგვე  ეგ ცერბერის კბილი.
ვერ ვიქნები მორიდებული ,
დავბერდები როგორც ჰეკლბერი ფინი.


2026

მთხრობელი: AI
მუსიკა: ბილ კონტი - ,,ჩვენ ისევ მეგობრები ვართ"  კინოფილმიდან ,,ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი" (რეჟისორი სტივენ სომერი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

17 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti4 კვირის წინ

ან
ფინი ვარ ჰეკლბერი
კინაღამ ბებერი და ასე შემდეგ

მადლობა რომ დროს უთმობთ ჩემს პოეზიას🤝♥️ ,,ბებერი" უკვე გამოყენებული მაქვს ჰეკლბერთან მიმართებაში : ჰეკლბერი ფინი - ბებერი ჩინი. ,,ჰეკლბერი ფინი" თითქმის რეფრენია ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან მისი შებრუნება კონსტრუქციას დაარღვევდა.

ახლა ისევ ვნახე ეს კომენტარები აქ
შემოსვლისას...
საკმაოდ აქტიურად ვადევნებ თვალს თქვენს კრიტიკას სხვადასხვა ავტორთან მიმართებაში და უკიდურესად მიკვირს,რომ ამ ლექსზე მხოლოდ ის დაწერეთ... რაც დაწერეთ🙂

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

MADLOBA რო არ მიღრენ.ზოგმა დამპირდა ,გავიგებ სად ცხოვრობ და გადიპადიეზდებო. ამას რომ ვწერ, ვხარხარებ.ნეტა იცოდნენ რა ბომბების ქვეშ ვცხოვრობ.....ისე ვერთობი....ხოლმე....ვგიჟდები მათ რეაქციებზე,იმის მაგივრად ,ქართული რომ ისწავლონ ,ყეფენ

თქვენი მკვეთრი ,ხშირად უხეში რეაქციების აღქმას ყველას ვერ მოვთხოვთ,ეს თქვენც უნდა გესმოდეთ, შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანს ეგოს ხმა მძაფრად ესმის როცა უტევენ. მნიშვნელობა არ აქვს გალაკტიონია თუ სულ სამი ლექსი მოაგროვა გუშინ წინ ღამის გათევისას..
მაგრამ თქვენ ხომ ერეშქიგალი ხართ ბოლო ბოლო.
p.s. ამ ლექსზე უკიდურესად იმიტომ კიარ მიკვირს ,რომ მეტ შენიშვნას ველოდი ,პირიქით ჩემს ეგოს აღიარება სურდა სხავა კარგი ავტორისგან..ღრმად მწამს ,რომ ამ ტიპის პოეზია ყოველ მეორე დღეს არ იბადება..

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

რას გეტყვი იცი,ერთხელ ახალნაყიდი თხა გაგვექცა ქალაქში ...მირბის ეს თხა და მივსდევთ...წინიდან კიდევ ათასი "ჯურის"ინომარკები ,ძალიან ძვირი მოდიან და ეს ჩვენი თხა ზედ ახტება მანქანებს.მე ვთქვი,გავიყურსოთ,ვითომ სულ არ ":ვიცნობთ"თხას...ერთი სიტყვით, იმ თხამ მთელი დღე გვარბენინა და ბოლოს ღამის 12 საათზე რომელიღაც "კატლავანში"ვიპოვეთ შეშინებული.....ჩაიარა იმ წელმა...მეორემ მესამემ,,,,იმ წლიდან კი მარტო თხასთან დაკავშირებული ვოიაჟები მახსოვს....ანუ იჯექით ჭაობში და როგიორც ქართველებს გვჩვევია, ერთმანეთს უქებდით ლექსებს,..და ასე შემდეგ...ამ დროს შემოვარდა ერეშ ქიგალი და თავდაყირა დააყენა ყველაფერი...და დაიწყო ..მაგალითად,ეთერის მთელი ღამე არ უძინია...არა ,აბესალომი კი არ ესიზმრებოდა და ბარემ 5 ლექსი მე მომიძღვნა ,ისევ ისეთი დამთხვეულები ,როგორც წინა,ოღონდ რახან ღამე გაათენა ბრაზით და ამ ბრაზმა რაღაც დააწერინა ,უკვე რაღაცასთან გვაქვს საქმე....და ასე შემდეგ

მგონი აგვისტოს დავრეგისტრირდი,თქვენ უფრო დიდხანს ხართ აქ ვიდრე მე, ბევრი არავინ შემიქია, სულ 3-4 ავტორის 5-6 ნამუშევარი,თუმცა ობიექტურ ქებაში არაფერია ცუდი.
მე თქვენი პოემა საკმაოდ დელიკატურად დავიწუნე (და სხვა ავტორის ნამუშევრებიც) და ის რაც მართლა მომეწონა გულწრფელი ქათინაურიც გითხარით..(და სხვებმაც მოახდინა შთაბეჭდილება თქვენი ლექსებიდან) კარგი ავტორი ხართ ,ეს უდავოა , თუმცა ბევრს წერთ და ამ ბევრში საკმაოდ სცოდავთ კიდეც (ეს ბუნებრივია) ,მაგრამ თქვენი კრიტიკის ფორმა შესაძლოა ნამდვილად აჭარბებდეს სხვების ნებისყოფას..გასაგები უნდა იყოს ,რომ ამ პლატფორმაზე ნამუშევრებისა და ავტორების უმეტესობა ვერ იქნება ღირებული.. მე თავად გამოვაქვეყნე წარსულის ლექსები რომლებსაც რაიმე მხატვრული ღირებულება არ აქვს ,უბრალოდ მინდა შედარების საშუალება იყოს ,განვითარების გზა დაინახოს მკითხველმა,თუნდაც მცირერიცხოვანმა.

თხის ისტორია პოეზიად უნდა გექციათ ,აქედან კარგი რამე გამოვიდოდა...

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

თმე თქვენი პოემა საკმაოდ დელიკატურად დავიწუნე -რომ დაიწუნო ჯერ უნდა წაიკითხო

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

სპეციალურად გადავხედე შენს ლექსებს და ყველაზე მეტი ნახვა აქვს იმას,რომელსაც ვაკომენტარებ ....დასკვნა თავად გამოიტანე...და კიდევ,მე აღარ დაგაკომენტარებ.შენ რაც გინდა ის ქენი .თავისუფალი ხარ .და იმ შტერ ეთერას ნახვა აქვს იქ ,სადაც ვაკომენტარებ...კაპიშე?

გიმტყუნათ ნერვებმა ძვირფასო ქალბატონო..რაზეც სხვას მიუთითებთ თქვენ აღმოჩნდით ახლა იმ წერტილში.ამასაც თქვენს სტიქიურობას და იმპულსურობას მივაწერ..ერეშქიგალი ხართ ეს არ არის შემთხვევითი ფსევდონიმი ,ასეთია თქვენი ბუნება..(და ეს ცუდი არ არის)
ბუნებრივია სტატისტიკურად ბევრი ნახვა იმას ჰქონდეს რომელსაც ბევრი კომენტარი აქვს ,ამაში დიდ დამსახურებას ნუ მიიწერთ..ორი კომენტარი იყო თავიდან და კარგა ხნის შემდეგ მე თავად გამოგიწვიეთ და თქვენც აქ ხართ...
ნიჭიერი ადამიანი ხართ, შეუძლებელია ვერ დაინახოთ თუნდაც ამ ლექსის ღირებულება...(ვიცი სხვებსაც ხედავთ) ამაში დარწმუნებული ვარ..

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

მე მიმტყუნა ნერვებმა ,თუ შენ ქართულმა . აქ2 მართლა ვიცინი.გასაგებია მარკ ტვენი წაკითხული არა გაქვს, თორემ სათაურს მაინც დახედავდი და ნახავდი-ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი,და არა ჰეკლბერი ფინის ,რაც ცალკე ტომად გამოიცა ტომ სოიერისაგან და მე პირველ კლასში წავიკითხე .ეს ერთი.მეორეც ,ქართულ ენაში,რომ გესწავლა თავის დროზე იწერება ჰეკლბერ ფინი,თუ ჯერ სახელია და მერე გვარი ,ხოლო თუ პირიქით მაშინ ფინი ჰეკლბერი

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

ჩემს მეტი არავის აინტერესებს შენი შედევრები და რა ვქნა

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

შეუძლებელია ვერ დაინახოთ თუნდაც ამ ლექსის ღირებულება...( ამას სერიოზულად ამბობ?

ამას ვციტირებ თქვენი კომენტარიდან,ეს თქვენი ქართულია - ,, რო არ მიღრენ.ზოგმა დამპირდა ,გავიგებ სად ცხოვრობ და გადიპადიეზდებო. ამას რომ ვწერ, ვხარხარებ.ნეტა იცოდნენ რა ბომბების ქვეშ ვცხოვრობ.....ისე ვერთობი....ხოლმე....ვგიჟდები მათ რეაქციებზე,იმის მაგივრად ,ქართული რომ ისწავლონ ,ყეფენ"
საერთოდ რაზე ვსაუბრობთ😀
ასეთების გამართული ქართულის მთელი ბუკეტია მიმობნეული თქვენს შემოქმედებასა და კომენტარებში,და არც ისე რთული სანახავია.(თუმცა გულწრფელად ,არ მაწუხებს ეს,თქვენი ნიჭი ამას ფარავს)
დიახ სამწუხაროდ გიმტყუნათ. როგორც ჩანს მძიმე ცხოვრებამ თქვენს ხასიათს შეუქცევადი დაღი დაატყო,გულწრფელად ვწუხვარ.
ჰეკლბერი ფინის (სათაურის) თქვენეული მიმოხილვა უბრალოდ კრიტიკადაც არ ღირს ,ამაზე დროის ხარჯვა უბრალოდ უაზრობაა..
სულ 3 თვეც კი არ არის ასპარეზზე გამოვედი ისიც ფსევდონიმით..10 წელია არაფერი დამიწერია და ფაქტიურად ახლა დავიბადე წერაში თავიდან .ეს იმაზე მეტიცაა ვიდრე ველოდი.. ყველა რომ გებულობდეს მოდერნისტულ პოეზიას (სადღეგრძელო ლექსების ქვეყანაში) მაშინ ალბათ საინტერესოც არ იქნება ცხოვრება..
სამწუხარო ისაა ,რომ თქვენ ვერ გებულობთ ამხელა გამოცდილების ადამიანი.
ან ჩამორჩით დროებას ან ისევ ჩემს აზრს გავამყარებ (ასე მირჩევნია ) რომ გგებულობთ ყველაფერს კარგად.უბრალოდ შინაგანი ქაოსი ამის აღიარების საშუალებას არ გაძლევთ .თქვენნაირი არასდროს გატყდება ..

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

გებულობდეს ?

ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

გებულობთ ?

ნახეთ - რამდენი ხნის,რამდენი კომენტარის წინ დამემშვიდობეთ კატეგორიული ტონით ,რომ დაამთავრეთ ჩემთან და მე რამდენიც მინდოდა მომეწერა მაინც არ მიპასუხებდით , მაგრამ ისევ აქ ხართ🙂 საერთოდაც კომენტარების წერა მას შემდეგ გაბედეთ ამ პლატფორმაზე რაც პირველი ლექსი შეგიქეთ..ამას მოყვა თქვენი ,,ფრთების გაშლა" აქ.
ხედავთ რამხელა გავლენა მაქვს თქვენზე მაშინაც კი როცა ამას ვერ აცნობიერებთ?😀 თქვენ ხართ უკვე მითი ,ერეშ ქიგალი ,ოდესღაც შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანიც ,მე კი ვარ პროტაგონისტი! როგორც თქვენ იტყოდით -კაპიშე?😀
მე არც მომაქვს თავი თქვენგან განსხვავებით უნიკალური და პირველსაწყისი ქართულის ცოდნით..(სხვას როცა უსწორებთ თქვენ უარესს არ უნდა წერდეთ )
მოკლედ მირჩევნია ,,ვარ ევკალიპტად" დაგიმახსოვროთ , ვიდრე გატეხილ ,გაბოროტებულ ,მუდმივ ტკივილში და ბნელ აზრებში მყოფ,ჩაკეტილი წრიდან დაუხსნელ ერეშ ქიგალად.. ბოლო ბოლო ბომბები გაცვივათ რეალურ ცხოვრებაში ,წყალს წაუღია პოეზიაც და ეგოც, ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია ,რომ თქვენზე არ გავბრაზდე.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი