,,ამინდები ნამარტევს"
სექტემბერი ცამეტი -
განა მაქვს გზა სხვა, მეტი?
გზა მიზნების სადარი,
თავზე ირმის რქად არი.
მთელი ჩემი ქონება,
გახლეჩილი გონება,
მუსიკა და ლექსია,
(ავ ძაღლად მომექსია.)
აქტეონის ბედი და
ხვედრი მეტად მედიდა,
აქეთ-იქით დამარწევს
ამინდები ნამარტევს.
აგვისტო ოცდაორი -
ცდა ერთი თუ ცდა ორი.
არტემიდა მძივებს კრებს,
მე კი ვათრევ მძიმე რქებს!
2026
მთხრობელი: AI
მუსიკა: ფილ გლასი - ,,მეტამორფოზა" n2.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
24 კომენტარი
მძივებს კრებს,?
დიახ,ამ ფრაზაში კონკრეტულად რომელი ნაწილი იწვევს დაბნეულობას? სტრუქტურულად და აზრობრივად გამართული წინადადებაა. თქვენი აზრით რას გულისხმობს ?
კრებს,?
კრებ შესაკრებს.ხოლო ფოთოლს კრეფ
ქართულ ენაში ამ ზმნის საწყისი ფორმა (ინფინიტივი) არის კრეფა, ხოლო აწმყო დროის მხოლობითი რიცხვის მეორე პირის ფორმა არის შენ კრეფ (მაგალითად: ფოთოლს კრეფ, ყვავილებს კრეფ).
თქვენ თავად გაეცით პასუხი რატომ არის ,,კრებს" და არა ,,კრეფს" ,უკეთესად შეუძლებელი იყო.
აღარც დაბნეული მძივი ვარ და
აღარც მარცვალ–მარცვალ ვიკრიფები,
მძივს კრეფენ სათითაოდ და არ "კრებენ"
თქვენი მოყვანილი მაგალითის კონტექსტი განსხვავდება.
თუ მძივები დამებნა ავკრეფ მაგრამ თუ ვარჩევ საგანგებოდ სამკაულისთვის,მაშინ შევკრებ,რათა ავკინძო - საუკეთესო მძივების ნაკრები ..
ასეც რომ არ იყოს და დავუშვათ შეცდომაა, (ცხადია ყველაფერი თავის ადგილზეა ,არანაირი შეცდომა ,მეტიც ,,კრებს" გარდაუვალი არჩევანია ამ კონტექსტში) ვფიქრობ შინაარსი და იდეა ისედავ ყველაფერს უმარტივესად გაუმკლავდებოდა..
ზოგადად ბიუროკრატიულ საკითხებზე ჩაკირკიტება, თითიდან გამოწოვილი პედანტური შენიშვნები მხოლოდ ,,კრიტიკოსს" ვნებს..
ცხადია თქვენ ყველაფერს სწორად გაიგებთ ,ანუ თქვენზე არც არის საუბარი.
თამარის დროშა გაშალეს,
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი;
-----
შეკრბა ლაშქარი,ხალხი,შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება,ოღონდ ფოთოლს მაინც კრეფენ და რა გინდა რომ ქნა?,სხვათაშორის ფურცელსაც...ოხერია ქართული გრამატიკა -ბევრი და დიდხანს სწავლა უნდა
- საუკეთესო მძივების ნაკრები ..
---
აი ეს კიდევ ახლა გამომცხვარი ვარიანტია ,რასაც არაფერია აქვს საერთო ლექ
რასაც არაფერი აქვს საერთო ლექსის ვარიანტთან
გინდა გაცინო?უკვე სამი "პოეტი"ღამეებს ათენებს და ლექსებს მიძღვნის-ნინო დარბაისელმა უკვე 10 ლექსი მომიძღვნა-მლანძღავს ,მაგრამ წერს .ესე იგი ათი ღამე თეთრად გაათენა ჩემზე ფიქრში.მას წამოეწია ეთერ ჯიმშელეიშვილი-6 თუ შვიდი-სულ ილანძღება ,მაგრამ წერს .ჩემზე ფიქრობს და...წერს.
წუხელ ვინმე ახალგამოჩეკილმა პოეტმა ზოიძემ მთელი ღამე ჩემზე ფიქრში გაათენა და ერთი გრძელი "შედევრი"დადო. და ასე შემდეგ.
რა მაგის პასუხია და რომ იწერებოდი რომ ჯერ მე დაგაკომენტარე და მერე გადმოდი ჩემს საიტზეო,პირველი რატიანი ვათრიე და მისი შემოქმედება.მერე ვნახე ვინ იყო ყველაზე ნახვადი და ისინიც მივაყოლე,შენ გამოგიარე იმდენად რამდენადაც და ასე შემდეგ
მიეცით შანსი თქვენს თავს გაიგოს რატომ არის ,,კრებს". (მე სხვანაირად ვერც კი ვხედავ) თუნდაც ,,კრეფს" იყოს ამის გამო აკუსტიკურად საერთოდ არ დაზიანდებოდა რითმა, ფონეტიკურად ,,ბ" და ,,ფ" ბიძაშვილები არიან,მაგრამ არტემიდა დაბნეული ქალი არ არის რომელსაც მძივები დაუცვივდა. ერეშ ქიგალი ხართ ,არტემიდას გაუგებდით..
მეტს ვერაფერს დავწერ ამ თემაზე,ჩემი აზრით ამოიწურა.
ამ არაფრის მთქმელ დისკუსიას მერჩევნა ნაყოფიერი თემატური განხილვები.
ის თემა კი წარსულში ამოიწურა ,აქ არაფერი ესაქმება.
მჯერა სინამდვილეში ორივე უკეთესები ვართ ვიდრე ის,რაც იმ დღეს ვწერეთ.
ნუ ბ,პ,ფ-ბგერისმიერად ითვლება -ადგილი ერთია ,ოღონდ მიმართულებაა სხვადასხვა.
რა ვქნა ,უბედური მასწ .მყავდა ძალიან პროვინციულ სკოლაში ქართულ ენაში.არცერთ უნივერსიტეტსი არ მინახავს ისეთი მცოდნე.სანამ ზმნის გვარი ლამის აკაკი შანიძის დონეზე არ დამაზუთხა 5 არ დამიწერა.მისი დიდი მადლობელი ვარ.როცა ასე თუ ისე ყოველგვარი ბლატის გარეშე უნივერსიტეტსი ვაბარებდი და არავის უნდოდა ლიტერატურასი 5 დაეწერა შემთხვევით აკადემიკოსი შემოვიდა და თქვა დაუწერეთ მთელი "ვეფხისტყაოსანი"ზეპირად იცისო.
მოდი ამ კუთხით შეხედეთ,ეს ცოდნა რამდენადაც კარგია ასევე შეიძლება ტვირთადაც იქცეს, ეს თემა ძალიან კარგად ეხმიანება ამ ლექსის მთლიან ლოგიკასაც (რაც ძალიან სიმბოლურიც არის ამავდროულად)
ენის ზედმიწევნით ცოდნა შეიძლება ხელს გიშლიდეთ სხვა რამის დანახვაში? შეიძლება აკვიატებასავით იყოს? ან ვერ უვლიდეთ გვერდს მაშინაც კი ,როცა ეს შესაძლებელია?
ეს ასევე წააგავს მუსიკოსისთვის ზე აბსოლუტურ სმენას. ხანდახან ასეთი სმენის მქონე ადამიანებისთვის მუსიკის მოსმენა ნამდვილ ტანჯვად იქცევა ხოლმე,მცირე ინტონაციურ უზუსტობებზეც ძალიან მგრძობიარენი არიან, რაც ობიექტურად გადაჭარბებულია,მაგრამ ვერ უვლიან გვერდს. ასეთი შემთხვევებისას მათი აღქმა კარგავს მშვენიერი ეპიზოდებით ტკბობის სიამოვნებას..
შეიძლება აკვიატებასავით იყოს?
----
შეიძლება მართალიც ხარ.მაგრამ მოდი ახლა ამას ასე შევხედოთ.მე არ ვარ მუსიკოსი.შენ წერ რომ მუსიკოსი ხარ ,ნუ ხარ ალბათ ,არ ვიცი.ჰოდა თუ ხარ,ესე იგი უნდა გქონდეს თუ აბსოლუტური არა ,მინიმუმ მუსიკალური სმენა,და უცებ გულზე გესობა არასწორი აკორდი,ან უნდა გესობოდეს და მერე აღარ გინდა სმენა,ან მინიმუმ ეტყვი ,თუ კარგი გინდა აქ არასწორი აკორდი აიღეო.იზოლდა გორდელაძემ მეც გამომიმუშავა თუ შეიძლება ითქვას ისეთი ლიტერატურული სმენა,უფრო სწორად თანდაყოლილს გზა მისცა. რომ როცა ვკითხულობ უცებ წავბორძიკდები და მერე მიჭირს სიარული.ერთმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა თავისი წიგნი მაჩუქა ისე ავუჭრელე წითელი პასტით ,გაგიჟდა,ამას როგორ ვერ ვხედავდიო. ეს ისე ....
საინტერესოა ჯერ დავწერე და მეორე აბზაცი მერე წავიკითხე .ზუსტად იმას ამბობ ,რასაც ვწერ.მე ბოლომდე არ წამიკითხავს ისე დავიწყე წერა
ისე შენი დაწუნებული "გილგამეშიანის "პრეზენტაცია 12 წლის უკან შედგა საჯარო ბიბლიოთეკაში.ძალიან ცნობილმა მწერალმა და ოდიოზურმა ფიგურამ წარადგინა.ეს ისე...
დიახ ,როგორც ჩანს სწორი მიმართულებით დავინახეთ ეს თემა.. მაგრამ გასათვალისწინებელი ბევრი რამეა..
ენა, ისევე როგორც მუსიკა ცოცხალია, შეიძლება ერთი და იგივე პატერნს ან ფრაზას განსხვავებული ინტერპრეტაცია მივცეთ. მუსიკაში ეპოქალურ ცვლილებებს,ახალი სტილების ჩამოყალიბებას წესების თანდათან რღვევა მოჰყვებოდა ხოლმე (მათ შორის ენობრივი კანონზომიერებების) ხოლო ბოლოს საერთოდაც გაქრობა დაიწყო ტრადიციულმა გამომხატველმა საშუალებებმა.. (პრინციპში ლიტერატურაშიც იგივე პროცესები იყო) მაგალითად თავისუფალ ჯაზში თითქმის არ არსებობს ცნება ტყუილი აკორდი,რიტმული დარღვევა და ა.შ.
მე დიდი ხანია მუსიკას მხოლოდ ბიუროკრატიულად აღარ აღვიქვამ.
თუმცა ცხადია პოეზიაში.
(ისევე როგორც მუსიკაში) რა ეპოქასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის მაინც შეგვიძლია განვასხვავოთ ერთმანეთისგან - გრამატიკული შეცდომა შეგნებული რღვევაა, გაუთვალისწინებელი და შემთხვევითი, უცოდინრობისა და გაუნათლებლობის შედეგი თუ რითმასა და სტრუქტურას არის შეწირული..
ობიექტურად ამ ლექსში გრამატიკული უზუსტობა თუ სადმეა, ეს მეოთხე ხაზია ,,ირმის რქად არი" ,მაგრამ ასე მინდა ,ასე მესმის, ასე უნდა იყოს , ვერაფრით ვუმატებ ,,ს" ბგერას ტვინში...მინდა აკუსტიკურად ისე ჟღერდეს როგორც მიწერია.. ვთვლი ,რომ ეს შეცდომა არ არის პოეზიაში..
მართლა გჯერათ ,რომ გილგამეშიანი დავიწუნე?🤷
ჯაზში თითქმის არ არსებობს ცნება ტყუილი აკორდი,რიტმული დარღვევა და ა.შ.
----
ვერ დავიტრაბახებ რომ მუსიკის ექსპერტი ვარ ,მაგრამ როცა ჯაძს ვუსმენ ყოველთვის ვიცი,ყოველ იმპროვიზაციას რა გაგრძელება ექნება ,იმიტომ რომ ლოგიკურია ამას ის მოჰყვეს ...თითქმის არ ვცდები.რაღაც შინაგანი ალღო მკარნახობს რომ ამას ახლა ის მოსდევს.
მთავარი ყოველთვის დაწყებაა მერე ვისაც როგორ უნდა ისე აგრძელებს ,ოღონდ ყოველ გაგრძელებაში ლოგიკა უნდა იყოს.ასეა პოეზიაც .თუნდაც ალოგიკური იყოს,მაინც რაღაც ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს.
არ ვგულისხმობ ტრადიციული ჯაზის სტილებს ,მაგალითად როგორიც არის ,რეგთაიმი,დიქსილენდი,სვინგი ,თუნდაც უფრო თანამედროვე ფიუჟენი ან ბიბოპი, საგანგებოდ ვახსენე ,,თავისუფალი ჯაზი" (free jazz). ეს არის ნამდვილი ავანგარდული მიმდინარეობა, რომელმაც უარყო ტრადიციული წესები, მელოდია, რიტმი, ტემპი,ჰარმონია და მოკლედ მთლიანი სტრუქტურა.ის სრული მუსიკალური თავისუფლებაა.. თუმცა როგორც ზემოთ ვთქვი ,,მტყუან-მართლის" გარჩევა ყველაფერში შეიძლება.ასე რომ არ იყოს, უაზრობა იქნებოდა.
არ კი არადა ვერ გავაგრძელებ ამ საუბარს .მე ამ თემას გარედან ვიცნობ და არაა ჩემი ძიების საგანი და არც უპირატესობა მაქვს .სასაცილო იქნება აქ რომ რაღაც ჩემი პოზიციის სიმართლე ვამტკიცო.ნუ არა მაქვს პოზიცია მაგ მხრივ და ამ თემასთან დაკავშირებით ისეთი,რის გარშემოც შეიძლება ლაპარაკი ავაწყოთ.