,,არ მქონია სოფელი და არც მაქვს"


არ მქონია სოფელი
და არც მაქვს.
თუმცა მქონდა ეზო.
კორპუსები დაგვყურებდნენ თავზე.
ბავშვები კი ჩემი ღობის ზღვართან,
ეზოსა და არხის გასაყარზე, 
ამოსული ტყემლის,
მიწაში ჩაცვენილ,
მკუხე ნაყოფს ჭამდნენ.
   მათ არ ჰქონდათ ეზო,
ალბათ ახლაც არ აქვთ,
მაგრამ ჰქონდათ ბინა,
მაღალ სართულებზე.

   ბაღი იყო ადრე ქვემოთ  , ბავშვთა.
კარგად  მახსოვს 
მეც აქ  მატარებდნენ.
სულ  ტიროდნენ ბაღის ზეიმებზე
მშობლის დანახვისას პატარები.
მეც ვტიროდი ხშირად,
არანაკლებ  სხვებზე.

   დევნილები ცხოვრობენ იქ ახლა.
უყურებენ ამ შენობებს ნაღვლიანად.
უყურებენ და  
ნოსტალგიას სახეებით  მალავენ.
     მე კი მაინც ვამჩნევ.

ნეტა სხვაც თუ ამჩნევს 
ჩემს სახეზე ,რომ
არ მქონია სოფელი და არც მაქვს.


მთხრობელი: AI
მუსიკა: ბლეიქ ნილი - ,,Sorry hurts" - სერიალიდან ,,მენტალისტი"

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი