,,ექო შებინდებისას"
,,....კიდევ შეგრჩა თუ არა
მხიარული თვალები?
თუ დრომ გადაუარა,
და ჩაუქრო ალები?
მივდიოდით მხარდამხარ
და დრო გვეუარესა,
აწ არ ვიცი სადახარ
და რომელსა მხარესა"
- გალაკტიონ ტაბიძე -
***
ბინაში რომ გადავბარგდით,
(სადაც ახლა ვართ)
რამდენიმე თვე დავშორდით მე და ძილი.
ნაცნობებიც გავიჩინე მალევე.
სულ თორმეტნი იყვნენ,
დედა-შვილი.
ერთმანეთის გარეშე,
წყალსაც კი არ დალევდნენ.
მათ მოხუცი მამაც ჰყავდათ -
შავ-თეთრ ფრაკში გამოწყობილ,
ღატაკ,
თავმომწონე ჯენტლმენს გავდა.
ვეჩვეოდი მერვე სართულიდან ხედს,
ისეთია გადაგაქცევს ცოცხალ ტრიბუნალად,
აკვირდები მარტოობას სხვებისას
და ვუყურებ თორმეტს,
როგორც ერთს.
ერთხელაც რომ შეგეხედათ მერვედან ან სხვენიდან,
განსხვავებას შეამჩნევდით თქვენც.
ჩემი სახლი გამყუდროვდა,
მათ სახლები სულ არ ჰქონდათ,
ვეღარ უმკლავდებოდნენ სიცივეს.
მოკლედ ასე.
ჰოდა,
გადიოდა
დრო და
როგორც იცის,კვალს ატყობდა ყველაფერს,
როგორ უჭირთ ვგრძნობ (და
გამვლელს საჭმელს თხოვდა ) ,
კიარ ვგრძნობ,დანამდვილებით ვიცი მე.
ბოლოს ორნი შემხვდნენ გზაში ნეკნებ განწლეული,
ძვლების გროვებს იკავებდნენ ტყავით,
კი, ჩემს ფიქრებში ვიყავი გახვეული,
მაგრამ იქვე როგორ არ შევშფოთდი ამით?
ახლა , ბოლოს
გაბმული ხმა ისმის ექოდ
ყოველ შებინდებისას,
მგონი გლოვობს...
არა, კიარ გლოვობს, უფრო ეძებს.
როგორც ჩიტი ტყვეობაში უფრთოდ ვერ ძლებს,
ისიც ვერ ძლევს
მარტოობის ლოგიკას.
შეხედავ ამ დინასტიის უკანასკნელ მოჰიკანს
და იაზრებ,
რომ ცხოვრება არ გიმხელს რას მოგიტანს...
რეალურად რა არის,ან რომელია
ჩვენი ახლო და ყველაზე შორი მტერი?...
ახლაც თვალწინ მიდგას ცხადად,
ის მოხუცი,თავმომწონე
პოინტერი.
მთხრობელი: AI
მუსიკა: Jan A.P. Kaczmarek - „Goodbye" კინოფილმიდან ,,Hachi: A Dog's Tale" (ჰაჩიკო)
_ 2026 _
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი