,,გამჭვირვალე ცელოფნიდან"


აზბესტის სახურავზე,
პოლირიტმულ კაკუნს, 
წვიმას დააბრალებენ.

სადაც ახლა ხარ,
წესით მშვიდად უნდა იყო,
ეს ფიბრილაცია 
წვეთების სიმეტრიაა.

წახნაგოვან რკინის კონსტრუქციაში,
ხის მკვდარი ნაწილები იწვიან,
მაგრამ ვერაფერს გრძნობენ.

ჩარჩოზე,
წებოვანი ლენტით აკრული,
გამჭვირვალე ცელოფანი,
რომელიც ხან შიგნით 
ხან გარეთ  იბერება,
არის ერთადერთი რამ,
რაც გამოყოფს
შენს მზერას გარემოსგან.

ყველანაირი ლოგიკით
გიხარია...

ამ მეტალის კუბიდან 
სუნი გამოდის,
თავისთავად  კვამლის უნდა იყოს,
მაგრამ ანტონოვკის სუნია.

რომ არ ეწვიმა? 


მთხრობელი: AI
მუსიკა: Philip Glass – „The Poet Acts“ – კინოფილმიდან  „The Hours“


– 2026 –

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი