,,შენს ნაჩუქარ სუნამოს"


— ჩემს ცოლს —
 

                                         ***
ერთეულებს გამოსდით ის,რაც გამოგვივიდა...

ლავანდის სუნს(რომელიც შენს ნაჩუქარ სუნამოს

ესთეტიკად დაჰყვება) პიტნაც სჭარბობს, ლიმნიდან

ნაზად გარდაიქმნება სანელებლად. Mon amour -

ეფემერულ ყოფაში Pasha de Cartier ხარ.



მთხრობელი: AI
მუსიკა: ერიკ სატიე - „Gnossienne N1“



— 2026 —

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ეს ლექსი ერთგვარი პოეტური ექსპერიმენტია, რომელიც მოდერნისტული გადასახედიდან უკიდურეს რისკებს შეიცავს.
მასში შეგნებულად გამოვიყენე პოეზიაში მრავალჯერ ნაცადი ხერხები (ანჟამბემანი, ქსენიზმი, აკროსტიკი, 14 მარცვლიანი, 7+7 და ababc სტრუქტურა ) და ერთი შეხედვით გაცვეთილი, სიყვარულის თემა.ვახსენე ბრენდული სახელიც.
მიზანი კი ამ სტერეოტიპების რღვევაა.
ჩემი გადმოსახედიდან ლექსი უნდა იკითხებოდეს (ისმინებოდეს) როგორც თავისუფალი ან თეთრი ლექსი (მიუხედავად მკაცრი კონსტრუქციისა და ასონანსებისა), ხოლო აღიქმებოდეს და იგრძნობოდეს ყნოსვით.
ამავდროულად ტექსტი დოკუმენტური სიზუსტით ასახავს ჩემი ცხოვრების ფრაგმენტებსა და სუნამოს ტონებს. მასში (ისევე როგორც ჩემს დანარჩენ ნამუშევრებშიც) არაფერია გამოგონილი.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი