,,გენეზისი"


,,რა იციან მეგობრებმა,
      თუ რა ნაღველს იტევს გული,
      ან რა არის მის სიღრმეში 
      საუკუნოდ შენახული..."
     
                          - გალაკტიონ ტაბიძე -

                   ,,გენეზისი" 

ახლა, როცა წერას ვიწყებ,
ჩემი შვილი იბადება.
ღელვას სიტყვებს მივაფიცხებ,
თორემ მაბნევს, იქ რაც ხდება.

   დავიმალო დასამალში?
   დაველოდო უკვე დამდგარს?
   ისე, როგორც ლურსმანს ნალში,
   ჩაჭედება გულზე მადგას.

ეს ლოდინიც?.. ქალი ჩემი,
ნეტა ხვდება, რაც მოელის?
მოყვითალო ბალიშები
მოგუდავენ ხმას ცხოველის.

   ჩემსავით ცხადს ემალება
   ატუზული  ვიღაც ჩირგვებს,
   საკუთარ თავს ემართლება
   სიმამაცის ნიღაბს ირგებს

მეც ჩემივე ეგო მიღრენს
(ზედმეტია ცოტა, მგონი),
სიმხდალე კი ექოდ ფიქრებს
გზად მოუვლენს პროტაგონისტს.

   მე ხომ ის ვარ, ვინც მეგობრებს
   თავშეყრისას აცინებდა,
   თუმცა ვგავარ ზღვის მეკობრეს,
   სინდისი რომ ამძიმებდა.

სიხარულზე სიტყვა ბრძნული
ამ ლექსშიც კი ძლივს ერია,
თურმე მამის სიყვარული
ლაჩრობაზე ძლიერია.
     



მთხრობელი:  AI
მუსიკა: Harry Gregson-Williams – ,,You Betrayed Me"  კინოფილმიდან  ,,Man on Fire"


_ 2026  _

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი