,,კანონი"
ციფრულ ციფერბლატზე
ისრებს ინსტინქტურად ვეძებ.
ახლა ბნელ ცაზე პულსარს ვხედავ?
მგონი შეუძლებელია.
ორი წერტილი,
ამ შიგადაშიგ მანათობელთან
და შიგნიდან პუნქტირულად მფეთქავ კუნთთან ერთად,
ფოსფორისფერ
პოლიფონიურ ხმაურს ქმნის.
თითქოს კანონია.
პოლიეთილენის პარკი კი,
რომელიც იატაკზე
როგორღაც ზუსტად
მამაჩემის გაკეთებული ჭაღის ქვეშ აღმოჩნდა,
რორშახის ნიღაბივით ელვარებს შუქზე.
ესეც შეუძლებელია,
მაგრამ დარწმუნებული ვარ მიყურებს.
ვერაფრით ვისხლეტ მზერას,
ისე მიზიდავს ,როგორც კარიესიანი
კბილი ბურღს...
კარგი,
ახლავე გადავიტან ყურადღებას.
ტელევიზორში აჩვენებენ ვინი პუჰს.
ჩემი ჩვილი წუხს...
შვილი წუხს...
ტვინი დუღს...
ტვინი დუღს...
მთხრობელი: AI
მუსიკა: Gabriel Yared & Stéphane Moucha - „Die unsichtbare Front“ კინოფილმიდან „Das Leben der Anderen“ (სხვების ცხოვრება)
_ 2026 _
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი