საქართველო
მაღალო მთებო ბუდევ არწივის მშობელო მხარევ, მიწავ ქართულო მხარევ სააკაძის,მხარევ ერეკლეს, მიწავ ცხრაძმისა და არაგველის. მხარევ დავითის მხარევ თამარის. შენში გაზრდილა გმირი მრავალი. ისევ ჩამოწვა ცაზე ღრუბელი , ქართველთა ჯარი კვლავ იკრიბება, მტერი თავს გვესხმის,მტერი ვერაგი,, ქართვლთა ბედზე კვლავ ჩაფიქდრება პატარა კახი... მხარევ ქეთევან დედოფლისა თავგანწირული დადიანისა, კვლავ აივსება თასი, მრავალი,დიდება გმირებს,ვინცა თავი გაწირა, ვინც ანაცვალა თავი ქვეყანას ლამაზო მხარევ ,მხარევ ივერის,წმინდაო მხარევ ,მხარევ ღვთისმშობლის. შენს სადიდებელს მრავალჯერ ვიტყვით,გმირების მხარევ ბუდევ არწივის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი