Ფსევდო პატრიოტიზმი
ფსევდო პატრიოტიზმი ჩემო სამშობლოვ,ჩემო კარგო რად ჩამოგტირის ბედკრული სახე? ისევ ქართველმა,ბრძოლის ჟამისას Ცხვირწინ დაგიგო რუსული მახე. Თუმცა გაოცდი,გაბედნიერდი Ახალგაზრდების ბრძოლა რომ ნახე. ამ ქვეყნის ბედი მუდამ ბრძოლაა Ბევრმა ქვეყანამ დაგადგა თვალი თუმცა იბრძოლე,მედგრად დადექი და უკუაგდე მტრის ცეცხლის ალი. ვინაც გაბედა შენი მონობა ყველა ჩაეშვა ამ დიდ ქარაფში. Თუმცა გადავრჩით,დღემდე მოვედით თავი გვგონია ახლაც ზღაპარში. Მტერი უმალ გარს გაკვრია, არ გშორდება შინ თუ გარე, Ისევ მოღალატეებით სავსე არის არემარე. Ახლა კვლავაც ბრძოლა გვიწევს Მტრების დამარცხებისთვის დროა ყველა ერთად დავდგეთ ქვეყნის გამარჯვებისთვის. Ჩვენი დაჩოქებისათვის რუსთ გავლენა ფართოვდება თუკი ევროპისკენ ვილტვით კრემლი რატომ ახლოვდება? -Საბა ქობალია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი