სამეგრელო
სამეგრელო კვლავ დავცალოთ ღვინის თასი, კვლავ დავლიოთ სადღეგრძელო , დროა ერთხმად მოწიწებით კოლხთა გენი ვადღეგრძელოთ. ვადღეგრძელოთ მთანი მისი, მისი ტბა და მისი მდელო, მთელ სამყაროს მირჩევნია ჩემი კოხტა სამეგრელო. ხობწყარ, ტეხირ დო ინგირი ბოლო ხმაშა რკიანა სხვა ქვეყანა რაღათ მინდა სი რექ ჩქიმი ქიანა. ინგირს გაღმა ხმა მომესმის ,,ვეგიტახათ გურია” წყლის ქვემოდან მანუგეშებს ჩემი ,,დიოსკურია”. კვალვ შევაღებთ ცხუმის კარებს, მოვიშუშებთ იარებს ომში ვაჟთა გაცილება არ მოუწევთ დიაცებს. რაჟამს სხვანი სამეფონი ძლივს ამბობდნენ ანა-ბანას, აკვანიდან კოლხ ბაღანებს ჩაგვესმოდა ნინაშ-ნანა ჟამთა სვლამ,მტერთა არმიამ, ვერა დაგაკლო რამეო ბრძოლისას ძმების ღალატით ბევრჯერა სისხლიც ღვარეო, გაუძელ,მედგრად დადექი, თეთრად გატეხე ღამეო სხვა სამეფონი გამქრალან, შენ ბრწყინავ კოლხთა მხარეო. საბა ქობალია 18/03/2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი