უკუღმართობა


უკუღმართობა

ადამიანი ენა-წყლიანი
ადამიანი- ვითომ ჭკვიანი
ზოგჯერ სიცრუის გამავრცობელი
ზოგჯერ უბრალოდ სამართლიანი,
კაცთა მოყვარე,კაცის მოძულეც
ვისთან უგულო,ვისთან მზიანი.
ალბათ ყველანი დამეთანხმებით
ხომ ასეთია ადამიანი?

დროის ცვლილებამ შეცვალა კაციც,
ადამიანმა დაკარგა სასო
არარეალურ ყოფაში ვცხოვრობთ
სადაც კაცობა არაფრად ფასობს
აქ ხომ თურმე ყველას უწყებ ტრფობას
აქ არავინ  დაგიფასებს გრძნობას,
აქ მიღებულ სიყვარულის არ მწამს
გიყვარდეს და თან უთხრიდე საფლავს,
აქ მიღებულ  სიყვარულის არ მჯერა
გიყვარდეს და სხვას დაუწყოს მან ცქერა.
აქ სიყვარულს თურმე ბევრჯერ იცვლი
აქ მოსულა რომ გატეხო ფიცი,
აქ  ხომ ყალბი მეგობარი ბევრია
აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია,
აქ მოსულა რომ გაყიდო ძმაკაცი
მოღალატეს აქ შეარქვეს ვაჟკაცი,
აქ თავს მისცეს ძალზედ ბევრი უფლება
აქ მრუშობას ჰქვია თავისუფლება,
მამათმავალს აქ უწოდეს გმირი
ამის მერე მიკვირს,რად არ ტირი?                                                    

                                              ს.ქობალია
                                              20/01/2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი