განვლილ გზისა
სისხამ დილას ერთ ოჯახში
გაისროლა ცხელმა ტყვიამ,
უდიდესმა სიხარულმა
იქ მცხოვრებნი გადარია.
სიტყვას ცვლიან ერთმანეთში
არ არიან სრულ ჭკუაზე,
ბავშვის მოსვლას ზეიმობენ
გამოცდათა პლანეტაზე.
გადიშალა სუფრა გრძელი,
დაიცალა ღვინის ბოცა,
სუფრის ყველა წევრისაგან
მუდამ ისმის უფლის ლოცვა.
ყველასაგან მოშორებით
ჩამომჯდარა გარეთ პაპა,
ცხოვრებასთან მებრძოლ
ბაბუს ეტყობოდა კიდეც დაღლა,
თუმცა ასაკს აღარ ჩივის
ფრთა შეასხა სიხარულმა,
რომ ნაყოფი გამოიღო
მისი შვილის სიყვარულმა.
მის ფიქრებში პაპა უკვე
რჩევებს აძლევს შვილიშვილსა:
გაიზრდები,დაკაცდები,
რომ გახდები ჩემი ხნისა
არასოდეს არ შეგრცხვოდეს
ბაბუ შენი განვლილ გზისა.
ეს ცხოვრება მურტალია
ხან აგიყვანს მაღალ ცაზე
მერე შენგან უკითხავად
დაგანარცხებს კვლავ მიწაზე.
ზოგჯერ კარგ დღეს გაგითენებს
ზოგჯერ მოცემს სიბნელესა
თუმც არასდროს არ გაბედო
არ დანებდე სიძნელესა.
ზოგჯერ კიდეც დაგიკარგავს
ბაბუ ხალისს არსობისა
მაგრამ არასოდეს შეგრცხევეს
ბაბუ შენი განვლილ გზისა.
ს.ქობალია
08/12/2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი