საქართველო


ღმერთი ტირის ზეციდან, მზე ღრუბლებმა დაკეცეს.
არეული ამინდი მოჰგავს გროშებს მიბნეულს.
ყველა ტყვია ნასროლი, ზედ გულზე რომ დამეცეს,
არასოდეს ვუწამლებ იარებს სულზე დამჩნეულს 

როცა ხედავს თვალები, ატირებულ სამშობლოს,
რომ მისტირის შვილებს და ჩამოგლეჯილ კიდურებს.
როცა ცრემლი ტკივილთან, მეგობრობს და ახლობლობს-
დაცემული ქვეყანა ქვევიდან რომ მიყურებს.

როცა ბავრაყ დაშვებულ, გუმბათს ვხედავ მორღვეულს,
ვაზის ფესვებს კორტნიან ჩრდილოეთის ყორნები.
ყველა სარკის პირისპირ, ვხედავ ,,გიგლას,, ორეულს,
ჩამოთვლას და ტკივილებს,- ვერასოდეს მოვრჩები.

ღმერთი ტირის ზევიდან, მზე ღრუბლებმა დაკეცეს,
არეული ამინდი მოჰგავს გროშებს მიბნეულს.
ყველა ტყვია ნასროლი, ზედ გულზე რომ დამეცეს,
არასოდეს ვუწამლებ, ტკივილს, სულზე დამჩნეულს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი