ისევ შევხვდებით დეკემბრის თვეში ..
ისევ შევხვდებით დეკემბრის თვეში, ისევ დავუწყებთ ამინდებს დათვლას - ისევ იქნება წვიმა და თქეში, ისევ პოეტი ლექსებით დათვრა... ჰო, დათვრა, რადგან ძნელია იყო - ძნელია, გერქვას პოეტის ცოლი; პოეტი მხოლოდ ლექსებს გაგიყოფს, სხვა არაფერი არცა აქვს მგონი... ყველა ლექსს ახლავს პოეტის გული და დანაღმული ბილიკთა წყება, ძნელია მართლაც, რომ გერქვას ცოლი კაცის, რომელიც ლექსებში კვდება... შენ ცოცხალი ქმრით დაქვრივებული, შავ-შემოსილი გხურავს სუდარა; პოეტთან არ ჭრის ხშირი ალერსი, პოეტთან არ ჭრის ხვეწნა-მუდარა. მას ურჩევნია: ღერი სიგარა, ან ჭიქა რახი, რახად ნახადი; პოეტის სიტყვაც არის სიმღერა, გულის სიღრმეში ხშირად ნახადი... ვუახლოვდებით დეკემბრის თვეს და შორს გაფრენილან სადღაც მერცხლები; შენ უკვე გქვია პოეტის ცოლი და ჩემო კარგო კიდევ ვერ ხვდები ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი