,,ღმერთის თვალები"


ვერაფერს ვიტყვი...ამინდები ჭრელია ახლა
ვგრძნობ მიატოვა მაღლა ღმერთმაც ედემ-ბაღები
ღმერთი უდავოდ დედამიწას ფეხით ეახლა 
და სამყოფელად გაიხადა შენი თვალები

(მწვანე თვალები)

და მაგ თვალებში ჩაეტევა ჩემი სამყარო
ჩემს სუნთქვებს შორის სიხშირე და გულის ხმაური
ყველა ბორკილი გრძნობებივით უნდა დავყარო
ან ჩემს ლექსებში ჩავატიო როგორც ფსალმუნი

(ლექსად ფსალმუნი)

დაიწერება...უფრო მეტიც დამეწერება
მაგ შენს თვალებზე, ღმერთების რომ გახდა საუფლო
და ამ სამყაროს დასასრული არ უწერია
როცა თვალები ცისარტყელას შენი ჰგავს უფრო

(ღმერთის თვალები)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი