დასასრული


შენი ცხოვრების დასასრული არ მოაქვს არც წლებს, არც ჭაღარას, არც წნევის მატებას ან კარდიოლოგიურ პრობლემებს. დასასრული დგება მაშინ, როცა ხედავ თვალებს, რომლებშიც შენ აღარ ხარ. შეიძლება გიყურებენ ისევ სიკეთით სავსენი, მაგრამ შენ იქ აღარ ხარ, დამთავრდი.

ეს თვალები შენი პირადი დასასრულია, წერტილი, რომელსაც ვეღარ გაექცევი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი