შიში?ყურადღება!
გადახტები? გაბედავ? ღიმილით კითხა "ბანჯი ჯამპინგის" (ელასტიური თოკით ხტომა) ინსტრუქტორმა, რომელიც დიდი ხნის მეგობარიც იყო. ნიკამ ღიმილითვე უარის ნიშნად თავი გაუქნია და ხიდის მოაჯირს მოშორდა. ამ დროს ზურგის მხრიდან, თათიას ჩალაპარაკება მოესმა:მეც კი გავბედე შარშანო. ნიკა მიბრუნდა და მისი იმედგაცრუებული გამოხედვა და გაბუტული ტუჩები, რომ დაინახა, შუბლზე აკოცა და გახუმრება სცადა: - ძლივს გიპოვე და ამ სულელურ თოკში გაგცვლი? - კარგი რა ნიკა, არც ეგ თოკია საშიში და არც ეგ ხუმრობა სასაცილო. თათიას თავისი მეგობრების შერცხვა, რომლებიც გადახტომაზე უარს არ ამბობდნენ და ნიკას უარისგამო, მას დამცინავი ღიმილით უყურებდნენ, ან უბრალოდ მას ეჩვენებოდა ასე. ახლა უკვე ნიკას ღიმილს გადაკრა იმედგაცრუებამ, თათიას წელზე შემოხვეული ხელები გაუშვა და მეგობარს მიუბრუნდა, კარგი გადავხტები, მომამზადეო. დადგა ნიკა ხიდის კიდეზე, ბოლო დეტალებს ამოწმებდნენ უსაფრთხო ნახტომისთვის, ყველაფერი წესის მიხედვით მიდიოდა, თათიაც სიტუაციის შესაფერისად, ამაყად იდგა მეგობრებში და უკვე გულიანად კისკისებდა. გადახტა ნიკა.რამდებიმე წამში, მხიარული შეძახილები,დაცემის შემზარავმა ხმამ და ერთდროულად შეკივლებამ შეცვალა. ამ ხმაურს აკლდა მხოლოდ თათიას ხმა, რომლის კისკისსაც ხმა დაკარგვოდა და შიშჩამდგარ თვალებთან ერთად, საშინელი, გულსაკლავი შეხედულება დაეტოვებინა მხოლოდ. თათიას სმენა, დაგუბებულ გაბმულ წუილთან ერთად, ატრიალებდა მხოლოდ დაცემის ხმას და ნიკას ბოლო ხუმრობით ნათქვამ ფრაზას, რომელიც ხუმრობად შეიძლება არა, მაგრამ თათიას ჭირვეულობის გასაქრობად საკმარისი უნდა ყოფილიყო. ნიკას მომაკვდავი სხეული კი ამ დროს, მხოლოდ რეფლექსების დახმარებით, გაუცნობიერებლად, ერთ თითს ოდნავ შესამჩნევად და უფროდაუფრო იშვიათად ამოძრავებდა, რაც ალბათ იმის ნიშანიც იყო სიკვდილის მოსვლასთან ერთად, რომ თათია ვერასდროს ვეღარ გაიგებდა, ნიკას გადახტომაზე მეტად, ამ ტკივილთან მისი დატოვების რომ ეშინოდა,რადგან თათიას ამისგან ვერავინ ვეღარ დაიცავდა. თუ რამეს თავს არიდებ, ადამიანებს გონიათ, რომ შენ გამო გეშინია. აზრადაც არ მოსდით, შეიძლება ამ შიშით ყურადღებას და ზრუნვას ნიღბავდეს ვინმე და ცდილობდეს ტკივილი აგარიდოს. როცა წარმოიდგენ საყვარელი ადამიანის დაკარგვით როგორ გეტკინება, ძნელია ამ ჯოჯოხეთისთვის თუნდაც ერთი ადამიანი გაიმეტო, ძნელია არ გეშინოდეს ცრემლების წარმოსგენის იმ თვალებში, რომლებშიც ბედნიერების ნაპერწკალის დანახვისთვის ყველაფერს აკეთებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი