მზად ვარ!


მე ვდუმდი, როცა ხმაურობდა მთელი ეპოქა,
ვიკლავდი გულში ყველა გრძნობას იმ ერთის გარდა,
ცხოვრების ძალად ადამიანს ესეც ეყოფა,
და როცა გაწევს სიკვდილი ფარდას,

რა დროც არ უნდა იყოს, მე მზად ვარ!

არ ვნანობ არცერთ გადადგმულ ნაბიჯს,
არც ცოდვებს, მხრები რომ დამიმძიმა,
მე არასოდეს მყოლია მსაჯი,
და მსაჯულს - არსად არ გავურბივარ.

რა დროც არ უნდა იყოს მე მზად ვარ!

მე ვნახე ფერი, თან ისე ნათლად და
სურნელს, ვერას დააკლებს წლები.
გრძნობა, რომელიც ყველაფერს მართავს,
გრძნობა, რომელიც სახლია ჩემი.

რა დროც არ უნდა იყოს მე მზად ვარ!

დაე, სადავეს გაქცეულ წლებზე,
ვიდარდო რაღა? ვიდარდო რატომ?
ცხოვრება მაინც დინებით წავა,
და ჩემი ტვირთიც ჩემია მარტო.

რა დროც არ უნდა იყოს მე მზად ვარ! 


/ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი