შორეული ქარები


დაუსრულებელს ვეკვეთე ზამთარს.
ფიქრები ჩემი დათოვლილ თვალებს,
გადაუფურცლავს დამტვერილ დავთარს,
წამოაყვედრებს ყველა ნამთვრალებს.

შორეულ ქარებს გადავეყარე,
ვდგავარ ვით ყლორტი ახლად აყრილი,
ვეცადე ბევრჯერ გადამეყვარე,
როცა, ვრჩებოდი ნამუს აყრილი.

ბოლოა ზამთრის, ბოლო ვარ მგზავრი,
სადგური ჩემი დააგვიანებს...
ბოლო წერილებს მტრედებით ვგზავნი,
უსიტყვო ფრაზებს უკვე გვიანებს...

*********
მე არასოდეს განვმეორდები 
და არც პაუზა არსებობს დროში,
უკუნითს მშვიდად დაველოდები
სული რომ ვეღარ გაუძლებს მძორში...

/ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი