ღამის ლანდი
შენ ისევ დუმხარ, ვით ლანდი ღამის, გუშინ რომ ჩუმად მიღებდა კარებს, ჭკუიდან შეშლის ტოლია ლამის, როდესაც ქარი აკვნესებს ზარებს. ღამდება ისევ, ვიძინებ მარტო, არ მასვენებენ სიზმრები ძველი. გარდერობს ვხსნი და მიკიდულ პალტოს ვიცმევ, რომ ღამის გამოვჩნდე მცველი. გზას მივუყვები შენობებს შორის, ზედ დამყურებენ უტყვი ჩრდილები, ქუჩებს სუნი აქვთ მომდგარი შტორმის, არ ასვენებენ ხეებს ჩრჩილები. გეძებ და ვხვდები ჯერ კიდევ შორს ვარ, ვუმატებ ნაბიჯს, ხშირდება სუნთქვა, გაცეცხლებული ბრაზისგან ვოხრავ, მინდა დღეს მივწვდე, მინდა დღეს ვუთხრა ქალაქი მოჰგავს ლაბირინთს ქვების, მე დაკარგულის მერგო წოდება, იმედად ბოლოს გაშლილი ფრთების და შენთან ყოფნის დრო მაგონდება. /ჩრდილია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი