ძვირფასო II
ძვირფასო, ძვირს ფასობს ცხოვრებით ტრფიალი, ნუ იტყვი რამდენი მთებია... ნუ იტყვი... რამდენჯერ თვალების სიმწარით მტვრიანის დახუჭვა მოგიწევს თუ ელი, თუ იტრფი. სათვალავს დაკარგავ უსულო აისის, უზომო გრძნობების მწარეა სიმწარე, ტკივილის დამალვის უაზრო ხალისი იწყება იმ დღიდან თუ ერთხელ იწამე. ძნელია და მაინც გიხდება გაძლება, ძნელია და ბოლო მიზანიც შორია, იცოდე, სიშორე ერთ დღესაც გაქრება სიშორე, რომელიც ეს წლები გგონია. /ჩრდილია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი