მეტასტაზები
მე ვუყურებდი და ვეღარ ვცნობდი წარსულს ზღვარ გასულს, შავი თვალები ნანობდნენ ჩემს დაბადებას და მეც ვნანობდი. შემოდიოდა ზღვა ბინძური ათასის მზერით, ჩემი კუნძულის ნაპირები შთანთქეს ტალღებმა, ვდგავარ წალკოტზე არ მაცვია შიში და სევდა, არც მენატრება, არც მედარდება. უგულო არ ვარ, მაგრამ რაც მაქვს ისიც ყინული, გამყინვარების ეპოქიდან მომაქვს ასეთი, ვერ შემაშინებს ვერაფერი ყოველდღიური, მე მაღლა ვდგავარ! მეტასტაზები ვერ მწვდებიან რომ დამაბრუნონ, ვეღარც შენი ხმა და მისი ექო, შენ ისევ იქ ხარ. შენ დაპაუზდი დროში, სივრცეში და სისულელეში, დაგაპაუზეს საცეცებმა, რომლებმაც გშობეს, მე ბევრჯერ ვცადე... როგორ შეცვლილა ყველაფერი მეძინა სანამ, და გაფრენილან ფერიები მეცხრე მთის იქით სადაც ვერ წავალთ... /ჩრდილია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი