და როცა მსურდა დაძინება ყველაფრით ..


და როცა მსურდა დაძინება ყველაფრით დაღლილს,
ამტვრევდა სარკმელს და ყმუოდა ქარი უხეში,
ჭრილობებს გახსნილს დრო აყრიდა ბღუჯებით მარილს,
მწველ ტკივილისგან აღარ მქონდა ძალა მუხლებში.

მეც უხმოდ ვეგდე, სასთუმალთან მეჯდა სატანა,
წყალს მაწოდებდა ჭიქით სავსეს ფსკერზე სისხლიანს,
ყველაფრის ფონზე კვლავ შემეძლო მისი ატანა,
და ვაყოლებდი ემოციებს სიმწრის ცივ ნიავს.

გათენდა გვიან, ისევ თეთრად როგორც წინა დღეს,
ქარი ნელნელა ბრუნდებოდა თავის ყალიბში,
ვიცი, რომ მალე ფარდას ავხდი მწარე სიმართლეს,
სიმართლეს, რომლის ჯერ არავინ არის საიმში.

/ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი