წავიდეთ!
წავიდეთ! არ მსურს დავრჩეთ ბოლომდე წავიდეთ! განა შორსაა მთები?! სანამ მივაღწევ ბოლო სოლომდე აღარ მესმოდეს უხმოთა ხმები... სანამ გული ძგერს მოკვდავის მკერდში, სანამ ჯერ კიდევ შენ მყავხარ გვერდში, სანამ ცდუნება არსებობს გველში, სანამ გაცურეს გედებმა ცრემლში წასვლას არასდროს ქვია გაქცევა ძვირფასო! ხელი ჩამკიდე მაგრად გაგვაძლიერებს ერთი წაქცევა, მაგრამ ვერასდროს ვიდგებით მყარად იქ სადაც გრძნობა არაფერია იქ სადაც გულით აღარ მღერიან იქ სადაც გაქრა ყველა ფერია ძვირფასო! არ მსურს დავრჩეთ ბოლომდე! წავიდეთ! არ მსურს დავრჩეთ ბოლომდე წავიდეთ! განა შორსაა მთები?! სანამ მივაღწევ ბოლო სოლომდე აღარ მესმოდეს უხმოთა ხმები... /ჩრდილია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი