დიადო ჩემო


ხელს ვაწერ მელნად ქცეული სისხლით,
სხეული გრჩებათ, სული ვაჩუქე.
გავთელავ ერესს სიმართლის წიხლით
და მხოლოდ მისთვის მე დავიჩოქე.

დიადო, დიდხანს ვეძებე ხმალი
და რახან ვდგავარ სიმართლის გზაზე,
მეც შენ გთხოვ ნებას და ჩემი ვალი
დროა „სიცრუე“ განვკურნო სხვაზე.

სინათლე ბნელი მალავდა ცნებას,
სიმართლეს გმობს და თავს გვახვევს ერესს,
დიადო, მისთვის ვიმეტებ ცხედარს,
დიადო, შენთვის აღვაპყრობ ხელებს.

ლ   ახვარი რაა, შენთვის ავიტან
უ    სუსურია ყველა უჩინო,
ც     ხოვრების მცნებას გულში ჩავიტან,
ი     სე მოვკვდები გზა მივუჩინო.
ფ    ერლად იქცევა ყოველი, ვისაც
ე     წევევა „ის“ და მას უკუაგდებს
რ    ოცა დრო მოვა და ნახავს ვინაც,
ო    ერთო ჩემო გთხოვ, არ დაინდო.

/ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი