ძვირფასო


ძვირფასო ვიცი ძნელია დაცდა,
ვიცი, ლოდინი ამძიმებს წუთებს
და ყოველ ჯერზე სიცივის განცდა,
როცა ყურმილის დაკიდვა მიწევს.
თითებზე ვითვლი გაწელილ დღეებს,
კვირებს, დეკადად ქცეული ღამის,
ვესაუბრები ფანჯრიდან ხეებს
შვილი უშვილო, ულმობელ ხანის.
დარდობ და ვდარდობ, ფიქრობ და ვფიქრობ,
ნუ თუ დაგვჩაგრავს უსისხლო ჟამი?!
კარებზე მომდგარ სიჩუმეს ვიქრობთ,
მოდი, დავლიოთ ძვირფასო შხამი....
 /ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი