ახლა ის დროა


ახლა ის დროა, დღე განათევმა, 
როცა უსიტყვოდ შემოვიღამე.
ბოლო ღერიდან ფილტვებში ვუშვებ,
რაც წარსულისგან შემოვინახე.

გაყინულ მინას გავხადე ფარდა,
ვხატავ თითების ცაცხცახით, მტვრევით,
გადატენილი რამდენი სიტყვით,
სულში დალექილ წარსულის მტვერით.

მძულს, ვეღარ ვიტან, მაგიჟებს, მახჩობს...
უნდა, რომ ძალით ამკიდოს სახრჩობს..
.
ჩვენი გაცნობის თებერვლის ხსოვნას,
ახლად ამოსულ იებში ამბორს,
აღარ დავიწყებ აპრილზე თხრობას,
საკვირველია, მე მაინც მახსოვს.

პარკი, ქუჩები, ბულვარის ბოლო,
ლექსების კითხვა დაუღალავად.
მე ხომ სიყვარულს ველოდი მხოლოდ,
შენ მოიღრუბლე დაუფარავად...

/ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი