ჩემთან ჩემი ქონება!
როდის ითქვა ყველაფერი მთელი ეს დრო ართქმული?! ვფიცავ, ვერც კი ვიფიქრებდი თუ კვლავ იყო წარსული, თუ მეფობა აღარ ქვია თუნდ პაიკად ქცეული, დალექილა მოგონების ჯურღმულებში წყეული. მძულს ქარი და ქარის მიერ მონათრევი სულები, მსურს რომ სურვილს აღარ ახლდეს თანამდევი წყლულები, მხოლოდ ორი მოგებული ირგვლივ ყველა ნულები, სხვა ნათებას ივიწყებდნენ ერთმანეთის გულები. ნუ თუ ძალა უძლურია დაძლეული სიძნელით?! პირველობა ილუზია უნიათო პირველით?! მოჩვენებად ადევნილი კოშმარული სიზმრებით, თამაშგარე თამაშიდან უმიზეზო სიტყვებით, ვდგავარ განზე, ზუსთად ასე დახლართულა გონება, არ გავყოფ და ვერც ვიმეტებ ჩემთან ჩემი ქონება! /ჩრდილია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი