მეგობარო II
ოქროსფერი მხოლოდ მოგონებები დამრჩა ნაცვლად შემოდგომით გავსებული ხეობებისა. შემოდგომისვე დაფლეთილი ხე ვარ რიგითი. მაინც მომლოდინეს ჩამოვგავარ იერით და ყველა ხვდება, რომ ველოდები. იმაზე არავინ ფიქრობს, იქნებ არა შემდეგს, არამედ, წინა გაზაფხულს ელის ეს ბიჭიო. სიძულვის გრძნობა იშვიათად მეუფლება ხოლმე, შესაბამისად დღეს „იშვიათად“ ვარ. განა ვინმე ან რამე? არა უბრალოდ მე, მაგრამ რატომ მე, ამას ვერ ვიხსენებ. ზოგადად ბევრ რამეს ვერ ვიხსენებ, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამე მახსოვს(არაღირებული( ღირებულად რომ ვთვლიდი)). დარწმუნებული ხარ რაღაცის სისრულეში, მაგრამ ჩალაგამოვლებული რჩები. არვიცი საერთოდ რას, ან რატომ ვწერ. წინადადებები ამოირბენენ გონებიდან და მეც ვალურჯებ თეთრ ფურცელს, ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტის ასოებით. დღეს მართლაც იშვიათად ვარ. „მეგობარი“ მესტუმრა. დიდი ხნით არ დარჩენილა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ამოატივტივა ყველაფერი ათასჯერ გადახარშული, დაწუნებული და დასავიწყებლად გადადებული გონების მიკარგულ ჯურღმულებში. მეგობარს ზურგს ვაქცევ და ცდილობ არ ავღელდე, მაგრამ ის არ ჩუმდება. შიგნიდან მჭამს და მანადგურებს ისედაც არაფერს. დავბრუნდებოდი, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება ვიცი. რაც კარგად მახსოვს, ის შეიცვლება და ვაი რომ შემდეგ მეგობარიც მოვკლა ჩემი თავქარიანობით. ყველაფერი ისევ ისე როგორც არის! მორჩა მეგობარო... /ჩრდილია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი