მეგობარი


ტანწერწეტა ლამპიონის უკან მდგარი ბედის გალავნის მიღმა, მღერის „მეგობარი“. მღერის და უკრავს არაამქვეყნიურ ინსტრუმენტზე ისე, რომ სარკმელთან მიჯაჭვული, ყრუ ოთახის ნაწილი ვეგონები ადამიანს. 

კონდოტიერები ჩაუვლიან ოთახის კარს და ხელს ჩაიქნევენ - ვერა ხარ კარგად! - ასე ამბობენ. 

„მეგობრის“ ხმა მხოლოდ მე მესმის. ხმას მოაქვს შემოდგომის სურნელი და მექაჩება სარკმელში გასაძრომად. 

- გადალახე დახავსებული გალავანი და მე წაგიყვან იქ.... - მპირდება. 

შიმშილის გრძნობა მაწუხებს, მაგრამ არა საკვებისაგან გამოწვეული, არამედ, რაღაც სხვა, რაღაც უფრო შინაგანიდან ამოხეთქილი. 

დალაგებული ნივთების არევა მინდა, მაგრამ რისკი! არა რისკს როდი გავურბივარ, უბრალოდ, ვერ ვეწინააღმდეგები ბედს. 

გაფრინდი „მეგობარო“! ჩემი ფრთები ვეღარ ფრენენ.... 

ჯერ ქათამივით, შემდეგ პინგვინივით და ბოლოს როცა ფრთები წამერთმევა, მეც ერთი უბრალო, უბადრუკი, უსიცოცხლო, უხალისო და უპოვარი ადამიანი დამერქმევა. 

მე დაგივიწყებ მეგობარო! 

ვშორდები მიწეპებულ სარკმელს და შემოვიხიე ოცნებები, რომელსაც მალე მესამე პოლუსის ქარი წააფრიალებს. 

აღარ ისმის „მეგობრის“ სიმღერა, ოცნებებიც აღარ მოძრაობენ ტანში ჟრუანტელივით და შემოდგომის სურნელიც გაქრა. 

მე დაგივიწყე მეგობარო......


/ჩრდილია/

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი