დარდი


როცა მოწყვიტეს ვარდები
მივხვდი მიწაში ვვარდები
და უცაბედად დავბერდი
ანაზდეულად დავბრმავდი
და ბრმამ ვითხოვე ვედრება.

მოულოდნელად ჩამყვირეს
მოიხსენ სათვალე ფერი ვარდისა
და დამავალეს მეპოვა ვარდი, რათა
აეხილათ ჩემთვის თვალები...
არ მშორდებოდა შიში მსგავსი დანტესი
ვაითუ რთული გზის გავლა ვერ შევძლო
ვნატრობდი წარსულს, როგორც სულები
მეორედ სიკვდილს, რომ ნატრობდნენ.

გზად ვმღეროდი და ვწუწუნებდი 
ბრმა მოხუცი მე
ია მინდა ვთესო მე
მწვერვალიდან ვხტებოდე
დაგვატყვევეს და ჩავბარდით 
ვარდი და მე, ვარდი და მე...



დაუსრულებელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი