…
სამარადისოდ ვდგავარ მე ქუჩის ბოლოს შენგან მივიწყებული, რამდენჯერ ვცადე მეგრძნო შემოდგომა ზამთრის მიწურულს, იმ ორქიდეათა სურნელი გაზაფხულისას შემოდგომას რომ ქადაგებს და მეძახის თითქოს ყურადსაღები სულაც არ ვიყო. ყავისფერ ფოთოლთა გამხმარი ღერო ასე რატომ მასევდიანებს?! რად მინდა ვიგრძნო შემოდგომის თბილი სიო აქამდე გაზაფხულზეც რომ უკვე მეგრძნო. შრიალებს, შრიალებს ფოთოლთა ღერო შრიალებს, შრიალებს მაისის ბოლო შრიალებს, შრიალებს ეს ღამე თოთქოს და მე აღარ ვიცდი სამარადისოდ, არც შემოდგომა იქმნება ზამთრისას სწორი, არც გაზაფხული იქნება შემოდგომათა ოქტომბრის ლოდი და წყვდიადია მხოლოდ შრიალის ტოლი. მე მენატრება ის წამი შენთვის როცა არვიყავი მე სეზონთა ხვედრი. მე მენტრები მაშინ როცა არ მინდა ვიყო სხვათა ნარავი ნარევთა შორის მე მენტრება სეზონთა გზა შენამდე- მრუდი ალბათ დაცდენაც ისაა , რასაც შენ შრიალისას იმკი შრიალებს, შრიალებს ფოთოლთა ღერო შრიალებს, შრიალებს იანვრის ბოლო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი