ამ ამბის ბოლოს


ვერ ვიძინებ, ღამეა გარეთ,
მკრთალად მეცემა ალერსი შენი
ხელს რომ მიმაბჯენ ბაგებთან ახლოს
მაშინ გიწოდებ ღმერთებთა ნაბოძს.

შენი ხელია ვნებათა მყოლი,
შენი ბაგეა ჩემს გულთა სწორი,
შენი სუნთქვაა ამ ქვეყნად ერთი
მარად, უვიწყი და დამყოლი ჩემი.

ბაგები ერთმანეთს გადავაბარეთ,
ვგრძნობ საიდუმლოს როგორ მამცნობენ
მე ვინაბები იმ ბაგის ბოლოს, 
ტუჩს რომ მივიბჯენ ამ ღამის ბოლოს.
 
მე ვერ ვიძინებ ,  ღამეა გარეთ
შენს მხარეს ვხედავ -ფართოა კიდე.
კედელს შევყურებ თეთრია მხოლოდ,
დაცარიელდა ჩვენს შორის სითბო.

კედლის მხარიდან ფართოა კიდე
ფეხის ნაბიჯებს ადვილად ვიგრძნობ
ნუ წახვალ , ნუ მიმატოვებ
ღამეს ფერახდილს ნუ გაამწვავებ 

ნუთუ აღარ სჭრის მთვარის ნათება
იმ დღეს ვნებად რომ გადამათენა.
მართლა მიდიხარ ამ ამბის ბოლოს,
აღარ მაკოცებ მაისის ბოლოს?

სიო დამყვება სხეულის რხევით,
ვჩარობ ვიპოვო მაცდური ჩემი,
ხელი მომაბჯენ ბაგებთან ახლოს
აღარ გამიშვა  ამ ამბის ბოლოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი