ჩემი პალატა


თუ მე არ ვიცი რას ფიქრობ,
თუ მე ვეღარ ვგრძნონ სიცხადეს,
მაშინ რად მინდა სიცოცხლე
ყველასთან თანაზიარი.

მუხლს მოვიდრეკ და შევბოჭავ
იმ ყველა ნაოჭს ჩემს თავში,
ყურის ბარაბანს დავხურავ
ბგერების კორიანტელით.

შენც შემეგებე ორი ხმით..
მე ვერ გავიგე ვერცერთი!
და დუმდი დაღამებადე
გამთენიისას ჩემამდე.

ბინდის რიჟრაჟია  და  ბნელია ღამე
ჩაგძახე- სად ვარ ? გათენდა თურმე!
ვდუმვარ, ვერ ვხდები რატომ ხარ ცივი
ბოლო ღამეა ვეღარსად მიქრი.

დილის რიჟრაჟია და გვემა ჩამესმის
შევძახე- აღარ განდგები განა?..
თვითკმაყოფილმა ლაჩარმა ჩემში
ბოლოს  ნაბადი გადაიფარა.

ორად გავყავი ჩემი არსება
ლოდინის ჟინმა გადაიარა
მუხლ მოდრეკილმა ცრემლი დავღვარე
იმ დღეს  ნაბადმა ამაფრიალა.

მე აღარ მინდა მესმოდეს მშრალად
რამდენად ვღირვარ, რამდენად ვმდუმვარ
ბოლო ეს არის  მგოსანმაც იცის
ხელებ დაკრეფით ვსინჯავ იარღს.  

თუ გამოვკარი ჩახმას რუხიანს
და გაისმევა ნოტთა გალობა
მაშინ ხელებ აკრეფით საფეთქელს
ბოლო ნაოჭი გაუწითლდება.

ზეცის რიჟრაჟია და ჩემი პალატა
შეძახილია- ნისლია აი..
კერპად განვდექი  და მაშინ ვცხონდი
ბოლო ვეებად სამოთხის კარზე.

და დაიმსხვრევა დუმილის სარკე
პატარა გუბედ ქცეული გულის. 
ორად გაყოფილს და არაფრად ქცეულს
ვინღა შემომციცინებს სიცოცხლის წუხილს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი