იერემი
შენი ვნებების ჰაერის მდევარს სიტყვა მიელვარებს სიმშვიდის განცდას, მაძებარი ვარ ყოველი ლანდის მთვარეობისას ღამეს რომ ჩრდილავს. დიდიხანია თოვლიც კი მხიბლავს ვიტყვი და მჯერა ფიფქების ცვენის, მაძებარი ვარ ყოველი ლანდის შენს ფერკმთალ კანზე ცვარად რომ ჩნდება. და თუ ვუტოლდები ნაბიჯით კლდეებს თოვლიან კიდეს, ქარიშხლის ბუდეს მაძებარი ვარ ყოველი ლანდის ამ მთების გაღმა ღამეს რომ ათევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი