იანვრის ამბორი
იანვრის ამბორმა თავი მომისპო — მკრთალი სხეული რომ მომეკვრება… ამ ბედად ქარასაც გავაყოლებ დაუსრულებელ ფიქრების დენას. ფიქრების ზღვაა — თაფლივით მზერა, თითქოს ეს ფერიც მეც მოერია. უეცრად მეგრძნო, რა მაბრკოლებდა — თურმე ყოფილა ჰაერთა რევა. უცნაურია — რომ დუმილად მხედავ, უცნაურია — რომ ყველგან გხედავ… ბედი არ გინდა — დუმილს ემსგავსო? ბედი არ გინდა — ერთხელ მეღირსო? პირველი თვეა — ბოლო თვემდე… სადღაც შუაში, შემოდგომაზე, შენს მკრთალ ბაგეებს უიმედობის კვლავ მოვიაზრებ — ვეამბორები. წუთიც და წამიც უსასრულოა… ბევრჯერ დავბრუნდი — მეორედ, წრეზე… შენზე ფიქრები ვერ მოვიშორე — ხანც ეს დარდი უშენობაზე. გიძღვნი ამ ლექსს — და დასასრულია… რა მდაბიო ვარ — ნაწყვეტთა ბოლოს! სად გაგიგია — ორი ემსგავსოს, ერთად ორივეს გადაეაროს… ნუ მოიწყენ, ჩემო მთვარეო !… თავსატეხია ეს ჩემი მდელო. ნუღარ იზრუნებ — შორია უკვე… პასუხი ცხადზე ცხადია — ‘ ხელოვანი ვარ ‘— როგორ მოვიქცე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი