მაძებარი ვარ ყოველი ლანდის
შენი ვნებების ჰაერის მდევარს სიტყვა მიელვარებს — სიმშვიდის განცდას. მაძებარი ვარ ყოველი ლანდის, მთვარეობისას ღამეს რომ ჩრდილავს. დიდი ხანია, თოვლიც კი მხიბლავს — ვიტყვი და მჯერა ფიფქების ცვენის. მაძებარი ვარ ყოველი ლანდის, შენს ფერკმთალ კანზე ცვარად რომ ჩნდება. და თუ ვუტოლდები ნაბიჯით კლდეებს, თოვლიან კიდეს, ქარიშხლის ბუდეს — მაძებარი ვარ ყოველი ლანდის, ამ მთების გაღმა ღამეს რომ ათევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი